Friday, 24 June 2016

თემათური გეგმა

თემატური გეგმა

სასწავლო წელი
2015-2016 სასწ.წელი (I და II სემესტრი)
მასწავლებელი
ნატალია სარალიძე
საგნობრივი ჯგუფი/საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი/კლასები
XI
წლიური საათების რაოდენობა

შემაჯამებლების რაოდენობა
4(I სემესტრი)  5(II სემესტრი)



თემა
თემატიკა
თემატური ერთეულის მიზანი/შედეგი ესგ-ს მიხედვით
მეთოდები/სტრატეგიები
საათების რაოდენობა
სასწავლო რესურსები
შეფასების კრიტერიუმები
შენიშვნა


შესავალი:ლიტერტურას შეფარებული ერი:ი.ჭავჭავაძე წერილები ქართულ ლიტერატურაზე; კიტა აბაშიძე ეტიუდებიმე-19 საუკუნი ქართული ლიტერატურის შესახებ


1 აკადემიური საათი




I.თავი
რომანტიზმი-საუკუნის სავიზიტო ბარათი
რომანტიზმი:ალ. ჭავჭავაძე ,, ვისაც გსურთ’’, ,,ვაჰ, დრონი, დრონი’’, ,,გოგჩა’’, ,,სიყვარულო ძალსა შენსა“; გრ. ორბელიანი ,,იარალის’’, სადღეგრძელო,’’ ,, თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში,’’ ,,საღამო გამოსალმებისა,’’ ,,მუხამბაზი’’; ნ. ბარათაშვილი ,,ხმა იდუმალი,’’,,სული ობოლი,’’,,სულო ბოროტო,’’,,ჩემი ლოცვა,’’,,ვპოვე ტაძარი,’’რად ჰყვედრი კაცსა’’.


32 აკადემიური საათი
ნინო ლომიძე – მხატვრული ნაწარმოების ანალიზი – მეთოდური მითითებები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის-http://mastsavlebeli.ge/?p=4333

1.მიეკუთვნება თუ არა პოეტი რომელიმე ლიტერატურულ დაჯგუფებას, მიმდინარეობას და ჩანს თუ არა ამ კონკრეტულ ლექსში ამ ლიტერატურული დაჯგუფების/მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ნიშნები;
2. თემა, იდეა, ძირითადი აზრიმოკლედრაზეა ლექსი. შესაძლებელია მოკლე პერიფრაზი ან საკვანძო ადგილების ციტირება.
3. მხატვრული საშუალებების მიმოხილვა: ტროპის სახეები (ეპითეტები, შედარებები, გაპიროვნება, მეტაფორა, ჰიპერბოლა…)
4. მხატვრული ხერხებიალიტერაცია, ალეგორია, ალუზია
5. რიტმი…)ლირიკული გმირი ( ავტორი თავადაა თუ ვისიმე პირით გადმოსცემს სათქმელს…)
ლექსის ფორმა, გარეგნული საბურველი ( რითმა,



II. თავი. ქართული თეატრისდ დაარსება
გ. ერისთავი ,, გაყრა’’


7 აკადემიური საათი
პროექტი: ნოველის გადაკეთება პიესად. პროსპერ მერიმეს მატეო ფალკონე
შემაჯამებელი: ესე


III.ავი
ახალი თაობა
ი.ჭავჭავაძე: ,, მგზავრის წერილები’’, ,, მას აქეთ, რაკი’’, ,,აჩრდილი’’, ,, ჩემო კალამო’’;
ძველი ა ახალი თაობის აპირისპირება: ,, პასუხის პასუხი’’, ,, ბედნიერი ერი’’, ,,კაცია-ადამიანი?!’’, ,,როდემდის?’’, ,, რა გითხრათ, რით გაგახაროთ?’’ ქართვლის დედას’’,
,, ოთარაანთ ქვრივი’’, ,, განდეგილი’’.
აკაკი წერეთელი:  ,, ჩანგური’’, ,,აღმართ-აღმართ’’, ,,ჭაღარა’’ ,აღმართ-აღმართ’’,, ჭაღარა’’    ,,სულიკო’’, ,, რაც არ იწვის , არ ანათბს’’. ,, გამზრდელი’’ ,,ბაში-აჩუკი’’.
ახალი თაობის ენა.
მოსწავლეები  შეძლებენ ნაწარმოებების მთავარი სათქმელის ამოცნობას, მსჯელობას საკვანძო საკითხებზე, როგორც ზეპირად, ისე წერილობით. შეძლებენ თითოეული ნაწარმოების ანალიზს. შექმნიან არამხატვრულ ტექსტს.
ნაწარმოებების გააზრება ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით. ნაწარმოების მტავარი სათქმელის ამოცნობა.მსჯელობისა და წერის უნარეის  განვითარება.
 მსჯელობის უნარების განვითარება. მხატვრული ტექსტის ანალიის უნარის განვთარება. არამხატვრული ტექსტის შექმნა. შედარებიტი ანალიზის უნარის განვითარება.

47 აკადემიური საათი
მაია ჯალიაშვილი  – მარგინალები _  ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ სწავლებისათვის-http://mastsavlebeli.ge/?p=7905
კულტურის კოდები_ აკაკი წერეთლის “აღმართ-აღმართ” სწავლებისათვის-
 

ნიკო ლორთქიფანიძე ,,თავსაფრიანი დედაკაცი“
ემაჯამებელი: პოეტისაა და პოეზიის დანიშნულება ილიასა და აკაკის შემოქმედებაში.


ადმიანის დანიშნულება -ესე





დედაშვილობა










ლექსის ანალიზი: აღმართ-აღმართ’’


IV თავი ხევის საგა, ანუ დაკარგული ტავისუფლების ძიებაში
ლ.ყაზბეგის ბიოგრაფია ( საინფორმაციო ტექსტი).პეიზაჟი (საინფორმაციო ტექსტი). ,,ხევისბერი გოჩა)მხატვრული ტექსტი)
ფოლკლორული გადმოცემა და ლიტერატურული ნაწარმოები; ლიტერატურული პარალელი ( ფრაგმენტები კრიტიკული წერილებიდან.







V.ავი.
მითოსთან დაბრუნება
ლექსები: ,,ღამე მთაში’’; ,,არაგვს’’,,კიდევაც ვნახავ გაზაფხულს’’ ,,სიმღერა’’.

პროზა: ,,მთანი მაღალნი’’.

პოემები: ,,ალუდა ქეთელაური’’;
,,სტუმარ-მასპინძელი’’; ,,ბახტრიონი’’.

პუბლიცისტური წერილები: ,,კოსმოპოლიტიზმი და პზტრიოტიზმი’’ ,,პასუხი იპოლიტე ვარტაგავას’’ ფშაური ადათ წესები და ვაჯა-ფშაველას პოეზია,
ალუდა ქეთელაური და ფშავ-ხევსურული მითოსი. მითოსტან დაბრუნება, ანუ როგორ გავიაზროთ ,,ბახტრიონის ‘’დასასრული. ვაჟა-ფშაველას პოემების ხალხური წყაროები ( თეორიული და კრიტიკული ტექსტები)
ენობრივად და სტრუქტურულად რთული დ მრავალფეროვანი ტექსტების ინტერპრეტაციის უნარის განვიტარება. ნაწარმოები ს ხალხური წყაროების ინტერპრეტაციის უნარის გნვითარება. ნაწარმოების ქვეტექსტების  ( სიმბოლური და მითოსური პლანი) წაკითხვა. მოსწავლეები შეძლებენ მსჯელობას და კრიტიკული დამოკიდებულების გამხტვას ტექსტის ზოგიერთ ასპექტთან დაკავშირებით. მოსწავლეები ამოიცნობენ შური დიალექტისათვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებსა და ყურადღებას გამახვილებენ პოეტის მიერ გამოყენებულ მხატვრულ ხერხებსა და საშუალებებზე.ეცდებიან წერილობით ცაოაყალიბონ საუტარი მოსაზრება და გამოხატონ საკუტარი დამოკიდებულება.
XI. 1, 2, 3,
4, 5, 6, 7, 8,
9,10, 12, 13,14
ტექსტზე მუშაობა, მხატვრული კითხვა; პაუზებით კითხვა. პარალელების გავლება;
წერითი მუშაობა.
32 აკაემიური საათი
სულ სხვა მინდია---http://mastsavlebeli.ge/?p=9981

1.მოსწავლე ტექსტის შინაარსს ყვება/წერს გამართულად.
2.შეუძლია ტესტიდან მთავარი სათქმელი ამოიღება.
3.
ამოიცნობს მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს და ახასიათებს მათ ეპიზოდის მიხედვით/დიალოგის მიხედვით.
4. მოაქვს ინტერტექსტუალური პარალელები უკვე ნასწავლი ნაწარმოებიდან ან წაკითხული მასალიდან.
5. ამოიცნობს ტექსტის მთავარ სათქმელს, გადმოსცემს საკუთარი სიტყვებით.
6. ავლებს პარალელს ნაწარმოებსა და ისტორიულ ეპოქას შორის/პოულობს ფოლკლორულ პასაჟებს და აანალიზებს.
7. პოულიბს  და ხსნის ნაწარმოების საკვანძო საკითხებს.
8. ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს: გაპიროვნება, შედარება, ეპითეტი და სხვ.
9. აფასებს პერსონაჟს/ნაწარმოებს, გამოხატავს საკუთარ ამოკიდებულებას.
10. ამოიცნობს მწერლის ენობრივ თავისებურებას: დიალექტი, სინტაქსური კონსტრუქციები,მუსიკალურობა და სხვ.



Saturday, 4 July 2015

გაკვეთილის გეგმები

ქართული ენა და ლიტერატურა
V კლასი                                              13.XI.2014
გაკვეთილის თემა: ,,იავნანა’’- ხალხური.
გაკვეთილის მიზანი: საშინაო დავალების გამოკითხვა.უცნობი ტექსტის წაკითხვა და მასზე გარკვეული აზრის ჩამოყალიბება:ახალი საინფორმაციო ტიპის ტექსტის გაცნობა ფოლკლორული ნაწარმოების სესახებ, მასზე ინფორმაციის მიწოდება მინი ლეციის სახით და ბოლოს ტექსტის ახლიდან გაგება- გააზრება.
კლასის ორგანიზება: კლასში ერთი მოსწავლეა.
გაკვეთილი მსვლელობა: I ფაზა:10 წუთი.           
საშინაო დავალების გამოკითხვა.
II ფაზა:10 წუთი: ახალი ტექსტის შეტანა კლასში(,,იავნანა’’-ხალხური): ჩუმი კითხვით წაკითხვა, უცხო სიტყვებისა და ბუნდოვანი ადგილების ფანქრით აღნიშვნა, საკუთარი დასკვნების გამოტანა-ამის შესახებ საუბარი.
IIIფაზა 15 წუთი:მინი ლექცია: სააკვნე სიმღერებისა და მზის ღვთაების შესახებ.
გაკვეთილის აუდიო მასალიტ შევსება და ,,ივნანას’’სხვადასხვა ვერსიის მოსმენა..შემდეგ ამის შესახებ ტვალსაზრისების გამოთქმა მოსწავლის მიერ,შესაძლებელია მასწავლებლისაგანაც-გაანალიზება მოსმენილისა.
(5 წუთი) რეფლექსია: ტექსტთან დაბრუნება და ახლიდან წაკითხვა გააზრება,თეორიული მასალის გათვალიწინებით.
(5 წუთი) ცხრილის შევსება:
ვიცოდი
ახლა ვისწავლე
მინდა უფრო მეტი გავიგო




გაკვეთილის შეჯამება;
საშინაო დავალება: ქართულ მითოლოგიურ ლექსიკონში მოძებნე და განმარტე დალი,ოჩოპინტრე, ბორჯღალო.
რესურსები: წიგნი, დაფა, რვეული, კომპიუტერი, მოსასმენი დისები.
შედეგი: მოსწავლეს ეცოდინება თუ რა არის ფოლკლორი,საწესო ლექსები და სიმღერები, ექნება მასზე გარკვეული წარმოდგენა. გაიცნო ქართული ფოლკლორი და მითები.
შეფასება: მოსწავლეზე დაკვირვება:
 რამდენად ჩაერთო მოსწავლე გაკვეთილის  მსვლელობაში;
რამდენად მოტივირებულია;
ადეკვატურად პასუხობს თუ არა კითხვებს;
აქვს თუ არა საკუთარი დამოკიდებულება.
მსწავლებლის თვითშეფასება:
გაკვეთილზე მისაღწევი შედეგები
მიღწეული შედეგები
1.      მოსწავლის დამოკიდებულება საშინაო დავალების მიმართ.
მოსწავლე საშინაო დავალებას ხალისით ასრულებს.
2.      ახალი თემისადმი მისი ინტერესი.
ახალი თემისადმი იჩენს ინტერესს.
3.      მისი დამოკიდებულება გაკვეთილისადმი და მასწავლებლისადმი.
გაკვეთილისა და მასწავლებლის  მიმართ აქვს  დადებითი დამოკიდებულება.
4.      მოტივაცია და ჩართულობა.
მოტივირებულია და ჩართულია საგაკვეთილო პროცეში.

მიუხეავად იმისა,რომ თემა საკმაოდ რთული იყო შევძელი და მოსწავლე დავაინტერესე,საკითხი გაოგო და გაუჩნდა სურვილი უფრო მეტი გაიგოს.
 ქართული ენა და ლიტერატურა                             30.01.2015
V კლასი
გაკვეთილის თემა: იგავ-არაკი,მისი შინარსი, მთავარი სათქმელი და ჟანრობრივი თავისებურება--ნიშან-თვისებები.
გაკვეთილის მიზანი: მოსწვლეები წაიკითავენ უცხო ტექსტს( ლექსად დაწერილ იგავ-არაკს), დაწერენ მის შინაარსს, ამოიცნობენ მთავარ სათქმელს-მორალს; გარკვევენ თუ რა ჟანრის ნაწარმოებია,დაასაბუთებენ; შეეცდებიან  აღნიშნონ  რომ პირველად ნახეს ლექსად დაწერილი იგავ-არაკი.წარმოადგენენ თავის ნამუსევრებს.
კლასის ორგანიზება: დამოუკიდებელი სამუშაო.
გაკვეთილის მსვლელობა: I ფაზა: ( 5 წუთი): მასწავლებელი მოსწავლეებს დაფაზე უწერს დავალების პირობებს:
1.      წაიკითხეთ ნაწარმოები;
2.      დაწერეთ მისი სინაარსი, გაარკვიეთ რა არის ამ ნაწარმოების მთავარი სათქმელი-რას გვასწავლის;
3.      რა ჟანრის ნაწარმოებია- დაასაბუთეთ;
4.      გამოყავით ერთი თავისებურება, რომელიც შენიშნეთ.
II ფაზა: 20 წუთი მოსწავლეები მუშობენ დამოუკიდებლად.
III ფაზა :10 წუთი ნამუშევრების პრეზენტაცია.
რესურსები:  დაფა,რვეული კალამი, წინასწარ მომზადებული იგავ-არაკები.
შედეგი: მოსწავლეები შეძლებენ ლექსად გადმოცემული იგავიდან გამოიტანონ შინაარსი, გაარკვიონ მისი ჟანრი და მთავარი სათქმელი, მოიყვანენ სათანადო არგუმენტებს, ეცდებიან შეამჩნიონ და ახსნან თავისებურება -რაში მდგომარეობს ეს თავისებურება.
შეფასება :  განმავითარებელი: მიმდინარეობს მოსწავლეებზე დაკვირვება:
·         რამდენად სერიოზულად ეკიდებიან უცხო ტექსტს;
·         გამოაქვთ თუ არა ლექსად დაწერილი ნაწარმოებიდან  შინაარსი;
·         სწორად პოულობენ თუ არა მთავარ სათქმელს, შეუძლიათ თუ არა გამოიცნონ რას გვასწავლის ნაწარმოები;
·         შეუძლიათ თუ არა ამ ნაწარმოებში აღმოაჩინონ იგავ-არაკის ნიშან -თვისებები;
·         რამდენად შეუძლიათ იპოვიონ ნაწარმოებში გადმოცემული სარკაზმი, რომელიც აქამდის არ შეხვედრიან.
კარგი იქნება უფრო მდიდარი რესურსები მქონდეს გაკვეთილების გამრავალფეროვნებისათვის.



 ქართული ენა და ლიტერატურა
VII კლასი
გაკვეთილის თემა: ბუნებასთან კავშირი--ვაჟა-ფშაველა ,,ხმელი წიფელი’’, ,,იას უთხარით ტურფასა.’’ გვ,77-81
გაკვეთილის მიზანი: ტექსტის შინაარსის გადმოცემა,ნაწარმოების ხასიათისა და მწერლის სათქმელის ამოცნობა, პრეზენტაციისას თვალსაჩინოებისა და სხვ დამხმარე რესურსების გამოყენეა; მხატვრული ხერხების პოვნა. ახალი მასალის ახსნისას და ნწარმოების წაკითხვისას საკუთარი აზრისა და შთაბეჭდილებების გადმოცემა.
კლასის ორგანიზება: კლასში ერთი მოსწავლეა.
გაკვეთილის მსვლელობა: I ფაზა: 15 წუთი: საშინო დავალების გამოკითხვა:ვაჟა-ფშაველას ,,ხმელი წიფელი’’, გაპიროვნება.
გაკვეთილის ამომწურვად გამოსაკითხად პრეზენტატორისათვის კითხვების დასმა:
1.      ვაჟა-ფშაველას რომელი ნაწარმოებები გისწავლია და რა გახსოვთ მის სესახებ?
2.      რა არის ამ ნაწარმოების მთავარი სათქმელი?
3.      რატომ უნდა გამახვილდეს ყურადღება დღევანდელ დღეს ბუნების დაცვვაზე? საფრთხეშიომ არ არის ბუნება?
4.      რას გაიხსენებდი ბუნების დაცვასა დაგაბრთხილებასთნ დაკავშირებით?
II ფაზა 10 წუთი: ახალი მასალის ახსნა: მინი ლექცია ვაჟა-ფშაველას ერთი ლექსის ისტორიის დაწერის შესახებ: ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიიდან ეპიზოდი, რომელიც მწერლისათვის კიდევ ერთი ლამაზი ლექსის დაწერის მიზეზი გახდა--,,იას უთხარით ტურფასა’’.
ლექსის მხატვრულად წაკითხვა.
III ფაზა 15 წუთი:მოსწავლე კითხულობს ლექსს. შეეცდება ამოიკიცნოს ლექსში გადმოცემული განცდები: უსულოდ მიჩნეული საგნების ტკივილი თუ სიხარული.
ტექსტის უკეთ გასააზღებლად მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.      რა საკითს შეეხო მწერალი?
2.      რაზეა ლექსში საუბარი სიკვდილის სიძულვილზე თუ სიცოცხლის სიყვარულზე?
3.      ამოირჩიე ამ სიტყვებიდან რომელი მიესადაგება ლექსის შინაარსს: სიძულვილი, მშვენიერება, სიყვარული, სიკეთე, მრისხანება, სითბო, სინაზე, სიყვარული, ტკივილი, სევდა, სასოწარკვეთა.
გაკვეთილის შეჯამება.
საშინაო დავალება: წერილობით გადმოეცი შენი სიტყვებით ლექსში გადმოცემული გრძნობები და ემოციები.
რესურსები: წიგნი, დაფა, რვეული, ცარცი, კალამი.
შედები: მასწავლებელი გავიდა მიზანში დასახულ შედეგზე: მოსწავლემ იცის რა კავშირი აქვს ვაჟა-ფშაველას ბუნებასთან, შეუძლია მწერლის სათმელის ამოცნობა, სწავდება ნაწარმოების ხასიათს,პოულობს მხატვრულ ხერხებს.
შეფასება: განმსაზღვრელი.
შეფასების რუბრიკები
ქულები
1.    მოსწავლე გაკვეთილს ყვება სწორად, თანმიმდევრულად და გასაგებად.
1,2
2.    შესაბამისად იყენებს თვალსაჩინოებას.

1,2
3.    ამყარებს ვერბალურ და არავერბალურ კავშირს.
1,2
4.    ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
1,2
5.    პოულობს მთავარ სათქმელს.
1,2

მასწავლებლის თვითშეფასება: მოსწავლემ გაითავისა მწერლის სულისკვეთება და შეიყვარა მისი ყველა პერსონაჟი. ცდილობს ამოიცნოს მთავარი სათქმელი და თავის სიტყვებით გადმოსცეს მთავარი სათქმელი. წერილობით  გადმოცემა უჭირს.
მუშაობა სჭირდება აზრის თავისუფლად გადმოცემასა და წერის გაუმჯობესებაზე.






უნდა გავუფრთხილდეთ თუ არა ენას?