ქართული
ენა და ლიტერატურა
V კლასი
13.XI.2014
გაკვეთილის თემა:
,,იავნანა’’- ხალხური.
გაკვეთილის მიზანი:
საშინაო დავალების გამოკითხვა.უცნობი ტექსტის წაკითხვა და მასზე გარკვეული აზრის ჩამოყალიბება:ახალი
საინფორმაციო ტიპის ტექსტის გაცნობა ფოლკლორული ნაწარმოების სესახებ, მასზე ინფორმაციის
მიწოდება მინი ლეციის სახით და ბოლოს ტექსტის ახლიდან გაგება- გააზრება.
კლასის ორგანიზება:
კლასში ერთი მოსწავლეა.
გაკვეთილი
მსვლელობა: I ფაზა:10
წუთი.
საშინაო დავალების
გამოკითხვა.
II
ფაზა:10 წუთი: ახალი ტექსტის შეტანა კლასში(,,იავნანა’’-ხალხური): ჩუმი
კითხვით წაკითხვა, უცხო სიტყვებისა და ბუნდოვანი ადგილების ფანქრით აღნიშვნა, საკუთარი
დასკვნების გამოტანა-ამის შესახებ საუბარი.
IIIფაზა
15 წუთი:მინი ლექცია: სააკვნე სიმღერებისა და მზის ღვთაების შესახებ.
გაკვეთილის აუდიო
მასალიტ შევსება და ,,ივნანას’’სხვადასხვა ვერსიის მოსმენა..შემდეგ ამის შესახებ ტვალსაზრისების
გამოთქმა მოსწავლის მიერ,შესაძლებელია მასწავლებლისაგანაც-გაანალიზება მოსმენილისა.
(5 წუთი) რეფლექსია:
ტექსტთან დაბრუნება და ახლიდან წაკითხვა გააზრება,თეორიული მასალის გათვალიწინებით.
(5 წუთი) ცხრილის
შევსება:
ვიცოდი
|
ახლა ვისწავლე
|
მინდა უფრო მეტი გავიგო
|
გაკვეთილის შეჯამება;
საშინაო დავალება:
ქართულ მითოლოგიურ ლექსიკონში მოძებნე და განმარტე დალი,ოჩოპინტრე, ბორჯღალო.
რესურსები: წიგნი,
დაფა, რვეული, კომპიუტერი, მოსასმენი დისები.
შედეგი: მოსწავლეს
ეცოდინება თუ რა არის ფოლკლორი,საწესო ლექსები და სიმღერები, ექნება მასზე გარკვეული
წარმოდგენა. გაიცნო ქართული ფოლკლორი და მითები.
შეფასება: მოსწავლეზე
დაკვირვება:
რამდენად ჩაერთო მოსწავლე გაკვეთილის მსვლელობაში;
რამდენად მოტივირებულია;
ადეკვატურად პასუხობს
თუ არა კითხვებს;
აქვს თუ არა საკუთარი
დამოკიდებულება.
მსწავლებლის თვითშეფასება:
გაკვეთილზე მისაღწევი შედეგები
|
მიღწეული შედეგები
|
|
1.
მოსწავლის დამოკიდებულება საშინაო დავალების მიმართ.
|
მოსწავლე საშინაო დავალებას ხალისით ასრულებს.
|
|
2.
ახალი თემისადმი მისი ინტერესი.
|
ახალი თემისადმი იჩენს ინტერესს.
|
|
3.
მისი დამოკიდებულება გაკვეთილისადმი და მასწავლებლისადმი.
|
გაკვეთილისა და მასწავლებლის
მიმართ აქვს დადებითი დამოკიდებულება.
|
|
4.
მოტივაცია და ჩართულობა.
|
მოტივირებულია და ჩართულია საგაკვეთილო პროცეში.
|
|
მიუხეავად იმისა,რომ თემა საკმაოდ რთული იყო შევძელი და მოსწავლე დავაინტერესე,საკითხი
გაოგო და გაუჩნდა სურვილი უფრო მეტი გაიგოს.
|
||
ქართული
ენა და ლიტერატურა
30.01.2015
V კლასი
გაკვეთილის თემა:
იგავ-არაკი,მისი შინარსი, მთავარი სათქმელი და ჟანრობრივი თავისებურება--ნიშან-თვისებები.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწვლეები წაიკითავენ უცხო ტექსტს( ლექსად დაწერილ იგავ-არაკს), დაწერენ მის შინაარსს,
ამოიცნობენ მთავარ სათქმელს-მორალს; გარკვევენ თუ რა ჟანრის ნაწარმოებია,დაასაბუთებენ;
შეეცდებიან აღნიშნონ რომ პირველად ნახეს ლექსად დაწერილი იგავ-არაკი.წარმოადგენენ
თავის ნამუსევრებს.
კლასის ორგანიზება:
დამოუკიდებელი სამუშაო.
გაკვეთილის მსვლელობა:
I ფაზა: ( 5 წუთი): მასწავლებელი მოსწავლეებს
დაფაზე უწერს დავალების პირობებს:
1.
წაიკითხეთ ნაწარმოები;
2.
დაწერეთ მისი სინაარსი, გაარკვიეთ რა არის ამ ნაწარმოების
მთავარი სათქმელი-რას გვასწავლის;
3.
რა ჟანრის ნაწარმოებია- დაასაბუთეთ;
4.
გამოყავით ერთი თავისებურება, რომელიც შენიშნეთ.
II ფაზა:
20 წუთი მოსწავლეები მუშობენ დამოუკიდებლად.
III ფაზა
:10 წუთი ნამუშევრების პრეზენტაცია.
რესურსები:
დაფა,რვეული კალამი, წინასწარ მომზადებული
იგავ-არაკები.
შედეგი:
მოსწავლეები შეძლებენ ლექსად გადმოცემული იგავიდან გამოიტანონ შინაარსი, გაარკვიონ
მისი ჟანრი და მთავარი სათქმელი, მოიყვანენ სათანადო არგუმენტებს, ეცდებიან შეამჩნიონ
და ახსნან თავისებურება -რაში მდგომარეობს ეს თავისებურება.
შეფასება
: განმავითარებელი: მიმდინარეობს მოსწავლეებზე
დაკვირვება:
·
რამდენად სერიოზულად ეკიდებიან უცხო ტექსტს;
·
გამოაქვთ თუ არა ლექსად დაწერილი ნაწარმოებიდან შინაარსი;
·
სწორად პოულობენ თუ არა მთავარ სათქმელს, შეუძლიათ თუ
არა გამოიცნონ რას გვასწავლის ნაწარმოები;
·
შეუძლიათ თუ არა ამ ნაწარმოებში აღმოაჩინონ იგავ-არაკის
ნიშან -თვისებები;
·
რამდენად შეუძლიათ იპოვიონ ნაწარმოებში გადმოცემული
სარკაზმი, რომელიც აქამდის არ შეხვედრიან.
|
კარგი იქნება უფრო მდიდარი რესურსები მქონდეს გაკვეთილების გამრავალფეროვნებისათვის.
|
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
VII კლასი
გაკვეთილის თემა:
ბუნებასთან კავშირი--ვაჟა-ფშაველა ,,ხმელი წიფელი’’, ,,იას უთხარით ტურფასა.’’ გვ,77-81
გაკვეთილის მიზანი:
ტექსტის შინაარსის გადმოცემა,ნაწარმოების ხასიათისა და მწერლის სათქმელის ამოცნობა,
პრეზენტაციისას თვალსაჩინოებისა და სხვ დამხმარე რესურსების გამოყენეა; მხატვრული ხერხების
პოვნა. ახალი მასალის ახსნისას და ნწარმოების წაკითხვისას საკუთარი აზრისა და შთაბეჭდილებების
გადმოცემა.
კლასის ორგანიზება:
კლასში ერთი მოსწავლეა.
გაკვეთილის მსვლელობა:
I ფაზა: 15 წუთი:
საშინო დავალების გამოკითხვა:ვაჟა-ფშაველას ,,ხმელი წიფელი’’, გაპიროვნება.
გაკვეთილის ამომწურვად
გამოსაკითხად პრეზენტატორისათვის კითხვების დასმა:
1.
ვაჟა-ფშაველას რომელი ნაწარმოებები გისწავლია და რა
გახსოვთ მის სესახებ?
2.
რა არის ამ ნაწარმოების მთავარი სათქმელი?
3.
რატომ
უნდა გამახვილდეს ყურადღება დღევანდელ დღეს ბუნების დაცვვაზე? საფრთხეშიომ არ არის
ბუნება?
4.
რას გაიხსენებდი ბუნების დაცვასა დაგაბრთხილებასთნ დაკავშირებით?
II
ფაზა 10 წუთი: ახალი მასალის ახსნა: მინი ლექცია ვაჟა-ფშაველას ერთი ლექსის
ისტორიის დაწერის შესახებ: ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიიდან ეპიზოდი, რომელიც მწერლისათვის
კიდევ ერთი ლამაზი ლექსის დაწერის მიზეზი გახდა--,,იას უთხარით ტურფასა’’.
ლექსის მხატვრულად
წაკითხვა.
III
ფაზა 15 წუთი:მოსწავლე კითხულობს ლექსს. შეეცდება ამოიკიცნოს ლექსში გადმოცემული
განცდები: უსულოდ მიჩნეული საგნების ტკივილი თუ სიხარული.
ტექსტის უკეთ
გასააზღებლად მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.
რა საკითს შეეხო მწერალი?
2.
რაზეა ლექსში საუბარი სიკვდილის სიძულვილზე თუ სიცოცხლის
სიყვარულზე?
3.
ამოირჩიე ამ სიტყვებიდან რომელი მიესადაგება ლექსის
შინაარსს: სიძულვილი, მშვენიერება, სიყვარული, სიკეთე, მრისხანება, სითბო, სინაზე,
სიყვარული, ტკივილი, სევდა, სასოწარკვეთა.
გაკვეთილის შეჯამება.
საშინაო დავალება:
წერილობით გადმოეცი შენი სიტყვებით ლექსში გადმოცემული გრძნობები და ემოციები.
რესურსები: წიგნი,
დაფა, რვეული, ცარცი, კალამი.
შედები: მასწავლებელი
გავიდა მიზანში დასახულ შედეგზე: მოსწავლემ იცის რა კავშირი აქვს ვაჟა-ფშაველას ბუნებასთან,
შეუძლია მწერლის სათმელის ამოცნობა, სწავდება ნაწარმოების ხასიათს,პოულობს მხატვრულ
ხერხებს.
შეფასება: განმსაზღვრელი.
შეფასების რუბრიკები
|
ქულები
|
1.
მოსწავლე გაკვეთილს ყვება სწორად, თანმიმდევრულად
და გასაგებად.
|
1,2
|
2.
შესაბამისად იყენებს თვალსაჩინოებას.
|
1,2
|
3.
ამყარებს ვერბალურ და არავერბალურ კავშირს.
|
1,2
|
4.
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
|
1,2
|
5.
პოულობს მთავარ სათქმელს.
|
1,2
|
მასწავლებლის
თვითშეფასება: მოსწავლემ გაითავისა მწერლის სულისკვეთება და შეიყვარა მისი ყველა პერსონაჟი.
ცდილობს ამოიცნოს მთავარი სათქმელი და თავის სიტყვებით გადმოსცეს მთავარი სათქმელი.
წერილობით გადმოცემა უჭირს.
მუშაობა სჭირდება
აზრის თავისუფლად გადმოცემასა და წერის გაუმჯობესებაზე.